













კუკარაჩა / 2013წ.
სპექტაკლი “კუკარაჩა” არის ცნობილი მწერლის ნოდარ დუმბაძის მოთხრობის სცენური ვარიანტი. მასში ასახულია ომამდელი საბჭოთა საქართველოს დედაქალაქი - თბილისი, ერთი პატარა ეზოს ყოველდღიური ცხოვრების, როგორც კარგი, ისე უსიამოვნო დღეების ქრონიკა. სპექტაკლის მთავარი გმირი - გიორგი თუშურაშვილი, მეტსახელად კუკარაჩა, მილიციელია. იგი თვლის, რომ გასაჭირში ჩავარდნილი ახალგაზრა ქალი ინგა, რომელსაც თავის საყვარლად გაიხდის ქურდი და მორფინისტი მურტალო, უნდა გადაარჩინოს. კუკარაჩა და ინგა ერთმანეთს შეიყვარებენ, მაგრამ ეჭვიანობით შეპყრობილი მურტალო ჰკლავს ვაჟს, მეორე დღეს კი ომი იწყება და ეს სევდიანი ისტორია თითქოს ავიწყდება ყველას. “კუკარაჩა” ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული მოთხრობაა ქართულ პროზაულ ლიტერატურაში.
- რეჟისორი — შალვა გაწერელია
- მხატვარი — აივენგო ჭელიძე
- რეჟისორის თანაშემწე — თამაზ ქარაული
- მუსიკალური გაფორმება — ია საკანდელიძე
- ქორეოგრაფი — ვლადიმერ ჯულუხაძე
- აღადგინა — ოთარ ბაღათურია
- მონაწილეობენ: თამარ მამულაშვილი, ნინო არჩაია, ბერტა ხაფავა, ბადრი გვაზავა, ლევან კაციაშვილი, გიორგი კაჭახიძე, ვახტანგ ნოზაძე, იოსებ მოლოდინაშვილი, ნინო ლორთქიფანიძე, პავლე ნოზაძე, კახაბერ ჭოლაძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, ვახტანგ ჩაჩანიძე, ნიკო ნანიტაშვილი, შალვა ანთელავა, მერაბ შარიქაძე, ხათუნა ბერძენიშვილი, დავით ქარსელაძე, ანი მღებრიშვილი, ნინო ანდრიაძე, ზურაბ ავსაჯანიშვილი, მაკა ბარდაველიძე, მაია ჩართოლანი, ვახტანგ ახალაძე, გოგა ბერიძე, ნინო გურულიშვილი, ნათია კუპატაძე, რაჟდენ კერვალიშვილი, თამარ ლოლაშვილი, ზვიად ურიდია, ანა ხუროშვილი, ქეთი ქიტიაშვილი, ასმათ ქურციკიძე, ეკატერინე შარიქაძე, ქეთევან შერვაშიძე, ეკატერინე ხატიაშვილი, იოსებ ხაინდრავა, მაკა გოგიჩაიშვილი, მარინე ძიმისტარაშვილი, სოფიო ებრალიძე, ლუკა ქარაული, ლუკა ქაჩიბაია,