სიცოცხლის ხე / 2013წ.
სპექტაკლს საფუძვლად დაედო გამოჩენილი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის მოთხრობები: „უმადური“, „მონატრება“ და „ხაზარულა“. სპექტაკლში რეალური და ირეალური თანაარსებობენ: უცხოპლანეტელი გოგონა ცდილობს ადამიანებს გაუგოს, მომაკვდავი ხე თვრება, ბიჭი ხეს ელაპარაკება, მოხუცი კი თავის ახალგაზრდობას, მზეს, ცხოველებს და საერთოდ ყველას, ვისთან ერთადაც უცხოვრია ამ ქვეყანაზე. ეს ყველაფერი ნოდარ დუმბაძის სევდიანი იუმორით ხდება. რას გრძნობს 100 წლის მოხუცი ან გამხმარი, ბებერი ხე სიკვდილის წინ? რა აწუხებთ ან რა ახარებთ? ეშინიათ თუ მედგრად ხვდებიან ამოუცნობ სამყაროს და რა რჩება მათი წასვლის შემდეგ? სიყვარული, სხვა არაფერი! ნამდვილ ადამიანებს ხომ სიყვარულზე მეტი არც არაფერი ჭირდებათ
სპექტაკლი დადგმულია ქართულ და რუსულ ენებზე.
- რეჟისორი — კოტე მირიანაშვილი
- მხატვარი — მურმან ბაღაშვილი
- კომპოზიტორი — დავით მალაზონია
- რეჟისორის თანაშემწე — ქეთი ქანთარია
- მონაწილეობენ: თამარ ლორთქიფანიძე, მაია ხორნაული, ედმონ გაბედავა, ნუგზარ ყურაშვილი, თორნიკე ქინქლაძე, ირაკლი ხვთისიაშვილი, დავით როსტომაშვილი, რამონა მიქელაძე, ნაირა გელაძე, ვახტანგ ახალაძე, ტატიანა ალიოშკინა, სერგო შვედკოვი, დენ ხლიბოვი, ლაზარე კერვალიშვილი,