კარებს აჯახუნებენ / 2013 წ.

მიშელ ფერმოს პიესა ,,კარებს აჯახუნებენ“ - სახალისო ფრანგული კომედიაა. მასში ერთმანეთს ენაცვლება არა ერთი სასაცილო სიტუაცია. მაია ჩართოლანის სპექტაკლში, კომიკური პერსონაჟები კომიკურ ვითარებაში აღმოჩნდებიან. ერთი ჩვეულებრივი ფრანგული ოჯახის ცხოვრება უფერულ ყოფად იქცა. უმცროსი ქალიშვილი ცდილობს, ეს მოსაწყენი ერთფეროვნება ძირფესვიანად შეცვალოს. როგორ? ნახეთ სპექტაკლი და გაიგებთ.