ჩაგავლეთ?! / 2013 წ.

სპექტაკლს საფუძვლად უდევს თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგის, წარსულში კოლეჯის მასწავლებლის, ბარი კიფის პიესა “ჩაგავლეთ?!”. იგი დიდი ბრიტანეთის სკოლაში მომხდარ კრიმინალურ ფაქტს ემყარება. სასწავლო წლის ბოლო დღეს, სკოლის საწყობში შესული მოსწავლე, შემთხვევით მასწავლებლის ინტიმური შეხვედრის მოწმე ხდება. პედაგოგი მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, ბიჭი ძალადობას ძალადობით პასუხობს. მდგომარეობა უკიდურესად იძაბება. თუმცა, ავტორი პიესაში მაინც ე.წ. “ღია” ფინალს გვთავაზობს, ბიჭსაც და მასწავლებლებსაც დაახლოებისა და ურთიერთგაგების შანსს უტოვებს.