სემ, დაუკარი ისევ!

ვუდი ალენის ეს პიესა 1969 წელს დაიდგა ბროდვეის სცენაზე და დიდი წარმატება ხვდა წილად, ხოლო 1972 წელს ჰერბერტ როსმა ჰოლივუდში ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, სადაც როლს თავად პიესისა და კინოსცენარის ავტორი, ვუდი ალენი ასრულებდა. როგორც ამბობენ, ალენის პიესა ნაწილობრივ ავტობიოგრფიულია. ... ცოლისგან მიტოვებული ალანი ახალ სიყვარულს ეძებს და მხოლოდ უახლოესი მეგობრის, ლინდას გვერდით გრძნობს თავს ნამდვილ მამაკაცად, სამწუხაროდ ლინდა მისი მეგობრის ცოლია.

სპექტაკლი განკუთვნილია ზრდასრული მაყურებლისთვის