დონ სეზარ დე ბაზანი

"პანდემიის ფონზე მოზარდ მაყურებელთა თეატრმა გადაწყვიტა ხუმრობითა და ოხუნჯობით მოეთხრო ამბავი ვნებებზე, სასიყვარულო თუ სასახლის კარის ინტრიგებზე. ჩვენ ვნახეთ წარმოდგენა, რომელიც ჟანრობრივად ერთგვარი მიქსია კომიკურ დრამასა და ოპერეტას შორის. რეჟისორი და მსახიობები თამაშის მანერითა და სტილით გაიძულებენ არასერიოზულად აღვიქვათ ამბავი, რომელიც სპექტაკლში ვითარდება. ამიტომაც ვხვდებით პლაკატურ და კარიკატურულ რეალობას: ციხე ციხე არ არის, სიკვდილით დასჯა სიკვდილით დასჯა არ არის, ინტრიგა ინტრიგა არ არის, ვნება ვნება არ არის, ქორწინება ქორწინება არ არის, ოპერეტაც კი ბოლომდე ოპერატა არ არის" :ამონარიდი ლაშა ჩხარტიშვილის რეცენზიიდან