ავაზას ლაქები

ინტერაქტიული წარმოდგენა მოზარდ მაყურებელთა თეატრის ყველაზე პატარა მაყურებლისთვის და მათი და-ძმებისათვის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე.

სპექტაკლი პატარებს იმ უხსოვარი დროის ამბავს მოუთხრობს, როდესაც ყველა ცხოველი ერთფერი იყო, არც ზებრას ჰქონდა შავ-თეთრი ზოლები, არც ჟირაფსა და ავაზას ჰქონდათ ლაქებით დაფარული სხეული და არც აფრიკის მკვიდრი იყო შავკანიანი ეთიოპი - წარმოდგენის სანახავად მოსულ ბავშვებს დარბაზში შესვლამდე კაპელდინერები ფერად-ფერადი ბახილების ჩაცმას სთავაზობენ, შემდეგ კი, დიდ, სრულიად თეთრ სივრცეში აღმოჩნდებიან, რომელიც სპექტაკლის მსვლელობისას თანდათან "ფერადდება". ბავშვები უბრალო მაყურებლები აღარ არიან, ისინი თავადაც აქტიურად ერთვებიან სპექტაკლში, ეხმარებიან მსახიობებს და სიუჟეტის განვითარებაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. სპექტაკლში გამოყენებულია სხვადსხვა მხატვრული ხერხი, ვიდეო-პროექცია, მუსიკალური შემეცნებითი დატვირთვაც აქვს - ბავშვები მათთვის გასაგებ ენაზე გაიგებენ და დაიმახსოვრებენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა მიგრაცია, მიმიკრია, ფლორა, ფაუნა და მრავალი სხვა.