ოქროს თევზი / 2018 წ.
მოხუცი მებადურის ბადეს უეცრად ჯადოსნური ოქროს თევზი ამოჰყვება. კეთილი ბერიკაცი თევზს ათავისუფლებს, ისევ ზღვაში უშვებს, შინ დაბრუნებული კი ცოლს ამ უცნაურ ამბავს უყვება, ანჩხლი დედაბერი მაშინვე აიძულებს, ოქროს თევზს სურვილები შეასრულებინოს. ბეჩავი მოხუცი კაპას ცოლს უარს ვერ უბედავს და ოქროს თევზს მისი სურვილების შესრულებას სთხოვს. ხარბი დედაბრის გაუმაძღრობას საზღვარი აღარ აქვს, ხან რა მოესურვება, ხან - რა, თუმცა, როგორც ყოველთვის, ზღაპრის ბოლოს ყველას თავისი მიეზღვება - გაუმაძღარი დედაბერი საბოლოოდ იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა.
- რეჟისორი — ლალი თაბაგარი
- მხატვარი — ლომგულ მურუსიძე
- რეჟისორის თანაშემწე — ნატალია არველაძე
- მუსიკალური გაფორმება — ალექსანდრა ლორთქიფანიძე
- ქორეოგრაფი — გია მარღანია
- თარგმანი — ვაჟა ძიგუა
- სიმღერების ტექსტის ავტორი — ვაჟა ძიგუა
- ადაპტირებული სცენური ვერსიის ავტორი — ანა მირიანაშვილი
- დადგმის ხელმძღვანელი — დიმიტრი ხვთისიაშვილი
- მონაწილეობენ: ვამეხ ჯანგიძე, თამარ ლორთქიფანიძე, ნინო პაპიაშვილი, ნინო შუშიაშვილი, ლევან კაციაშვილი, სალომე წურწუმია, მაია ხორნაული, ანი მღებრიშვილი, ანი ზამბახიძე, ლიკა შუკაკიძე, რამონა მიქელაძე, ვახტანგ ახალაძე, სოფიო ახუაშვილი, ირინე კუკულაძე, სალომე მაისაშვილი, გიორგი ყორღანაშვილი,