ბილოქსი ბლუზი

6 ახალწვეული ამერიკელი ბიჭის ამბავი. მათ მეორე მსოფლიო ომის დროს გაიწვევენ, მაგრამ ვიდრე ფრონტის ხაზზე გაემგზავრებიან, მისისიპის შტატის ქალაქ ბილოქსის საწვრთნელ ბაზაზე სამხედრო მომზადების კურსი უნდა გაიარონ. ახალგაზრდებს ბევრი რამის სწავლა და განცდა მოუწევთ, თავდაპირველად რთული ხასიათის, მკაცრი სერჟანტის, მერვინ ჯეი ტუმის ხელში, შემდეგ კი - რეალური ფრონტის ხაზზე. უგემური საჭმელი, დისკომფორტი, დაძაბული სამხედრო რეჟიმი და ამ ფონზე აგებული ახალი ურთიერთობები, სანატრელი დასვენების დღეები, ქალის პირველი ალერსი და პირველი სიყვარულის თავბრუდამხვევი სიტკბოება - ასეთ გზას გადის პიესის მთავარი პერსონაჟი იუჯინ ჯერომი.