პეპი გრძელიწინდა / 2016 წ.

რეჟისორ გიორგი თავაძეს სპექტაკლში შემოყავს ხანდაზმული ანიკა, რომელიც იხსენებს საკუთარ ბავშვობას. მოგვითხრობს მხიარულ და ონავარ გოგონაზე, რომელიც ვილა „ყიყლიყოში“ საყვარელ მაიმუნთან და ცხენთან ერთად ცხოვრობდა. ჟღალ კიკინებიანი, მოცინარი თვალების, ჭორფლიანი სახისა და კეთილი გულის გოგონა სპექტაკლის მთავარი გმირია. თუმცა მასაც აქვს ნაკლი-ფეთხუმი, მსუნაგი და ცრუპენტელაა, სამაგიეროდ სამართლიანია. რა ვუყოთ, რომ უფროსებს მისი არ ესმით?!  პოლიციელებს,  მასწავლებელს, ცირკის დირექტორსა და მისი უახლოესი მეგობრების დედასაც კი პეპის „ გამოსწორება“ სურთ. ამიტომაც პეპის ყველაზე მეტად არ უნდა გაიზარდოს.