





ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი - (რუსულ ენაზე) / 2016წ.
კანზასის შტატს თავს საშინელი ქარბორბალა დაატყდა, რომელმაც პატარა გოგონა ელი და მისი ერთგული ფინია ტოტო სახლიანად ჰაერში აიტაცა და ზღაპრულ ქვეყანაში გადააფრინა. ელი სასწრაფოდ შინ დაბრუნებას გადაწყვეტს. კანზასში დასაბრუნებლად გოგონამ ჯერ ზურმუხტის ქალაქამდე უნდა მიაღწიოს, სადაც კეთილი ჯადოქარი გუდვინი ეგულება. მხოლოდ მას შეუძლია ელის და ტოტოს დახმარება. მოგზაურობისას გაიცნობს საფრთხობელას (რომელსაც მიაჩნია, რომ ჭკუა აკლია), რკინის ტყის მჭრელს (რომელიც უგულობას განიცდის) და მშიშარა ლომს. კეთილი ზღაპარი მეგობრობასა და ერთგულებაზე, სიმამაცესა და სიყვარულზე ჩვენს პატარა მაყურებელს გულგრილს არ დატოვებს და კიდევ ერთხელ დაარწმუნებს იმაში, რომ სასწაულის ყოველთვის უნდა გჯეროდეს.
- რეჟისორი — დენ ხლიბოვი
- მხატვარი — ნინო ჩიტაიშვილი
- რეჟისორის თანაშემწე — ხათუნა საძაგლიშვილი
- მუსიკალური გაფორმება — ალექსანდრა ლორთქიფანიძე
- ქორეოგრაფი — დავით მეტრეველი
- ინსცენირების ავტორი — დენ ხლიბოვი
- სიმღერების ტექსტის ავტორი — ნინო მანაგაძე
- მონაწილეობენ: თამარ ლორთქიფანიძე, მაია მალხაზიშვილი, ედმონ გაბედავა, ტატიანა ალიოშკინა, ნიკოლოზ დონი, ეკატერინე თვაური, ნინო მანაგაძე, ალექსი ლობოვი, სერგო შვედკოვი,