ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი / 2016წ.

კანზასის შტატს თავს საშინელი ქარბორბალა დაატყდა, რომელმაც პატარა გოგონა ელი და მისი ერთგული ფინია ტოტო სახლიანად ჰაერში აიტაცა და ზღაპრულ ქვეყანაში გადააფრინა.  ელი სასწრაფოდ შინ დაბრუნებას გადაწყვეტს. კანზასში დასაბრუნებლად გოგონამ ჯერ ზურმუხტის ქალაქამდე უნდა მიაღწიოს, სადაც კეთილი ჯადოქარი გუდვინი ეგულება. მხოლოდ მას შეუძლია ელის და ტოტოს დახმარება. მოგზაურობისას გაიცნობს საფრთხობელას (რომელსაც მიაჩნია, რომ ჭკუა აკლია), რკინის ტყის მჭრელს (რომელიც უგულობას განიცდის) და მშიშარა ლომს. კეთილი ზღაპარი მეგობრობასა და ერთგულებაზე, სიმამაცესა და სიყვარულზე ჩვენს პატარა მაყურებელს გულგრილს არ დატოვებს და კიდევ ერთხელ დაარწმუნებს იმაში, რომ სასწაულის ყოველთვის უნდა გჯეროდეს.