მაუგლი / 2016 წ.

  ამბავი პატარა, დაკარგული, მგლების მიერ ნაპოვნი და გაზრდილი ბიჭის შესახებ უკვე 100 წელზე მეტია იპყრობს მილიონობით ბავშვის გულს მთელს მსოფლიოში. მისი ავტორი შესანიშნავი ინგლისელი მწერალი რედიარდ კიპლინგია, რომელმაც ინდოეთში ცხოვრებისას მოისმინა ეს მითი და მხატვრულად ასახა, როგორც ერთი ნაწილი „ჯუნგლის წიგნისა“ და უწოდა „მაუგლი“.

 ავტორი გვიჩვენებს თუ რამდენად შემდობნი, ლმობიერნი და სამართლიანნი არიან ცხოველები, კერძოდ კი მაუგლის აღმზრდელი მგლები, მასწავლებლები-ჯუნგლის კანონების მცოდნე დათვი ბალუ, მშვენიერი ავაზა ბაგირა, ბრძენი კაა. როგორი მზრუნველობით აღავსეს მათ პატარა, სასიკვდილოდ განწირული ბავშვი და რა ღირსეულ ვაჟკაცად ჩამოყალიბდა იგი უსიერი ჯუნგლების წიაღში. მათ არც კი უცდიათ თავიანთ აღზრდაში ჩაეკლათ ადამიანური ბუნება და ამ ბუნებამ დაუძახა თავის შვილს- მაუგლის. ის დაუბრუნდა ადამიანებს.

 რედიარდ კიპლინგის ეს ნაწარმოები სიმღერაა იმაზე თუ როგორ ჰარმონიაში შეიძლება ცხოვრობდნენ ადამიანები და ტყის შვილები, იმტომ რომ ერთნიც და მეორენიც ბუნების შვილები არიან.