აკაკი / 2016 წ.
ერთმოქმედებიანი სპექტაკლი, თამაზ გოდერძიშვილის ლიტერატურულ-დოკუმენტური პიესის "აკაკი"– ს მიხედვით დაიდგა. წარმოდგენა აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ, დოკუმენტურ მასალას ეფუძნება. ბევრმა არ იცის, რომ აკაკი ორჯერ გახდა შეკვეთილი მკვლელობის სამიზნე, მაგრამ ილია ჭავჭავაძისგან განსხვავებით, გადარჩა. პეტერბურგში იმ მიზნით წავიდა, რომ გენერალი გამხდარიყო და ქვეყანა გაეთავისუფლებინა. ნატალია ბაზილევსკაია თვითმკვლელობით დაემუქრა, თუ ცოლად არ შეირთავდა (ნატალია ბაზილევსკაია- რუსი მაგნატის, პეტრე ბაზილევსკის ქალიშვილი და აკაკი წერეთლის მეუღლე გახლდათ).
სპექტაკლი მოიცავს პერიოდს აკაკის დაბადებიდან იუბილემდე. მასში გამოყენებულია აკაკის ნაწარმოებები და თანამედროვეთა წერილები. მოქმედი გმირები არიან: ილია, ვაჟა, ნიკო ნიკოლაძე და სხვანი.
- რეჟისორი — გიორგი შალუტაშვილი
- მხატვარი — თამარ ჭავჭანიძე
- კომპოზიტორი — მიშა მდინარაძე
- რეჟისორის თანაშემწე — ნატალია არველაძე
- მონაწილეობენ: ვამეხ ჯანგიძე, გიორგი კაჭახიძე, რატი გოგუაძე, ნიკო ნანიტაშვილი, ზურაბ ავსაჯანიშვილი, დევი რეხვიაშვილი, დავით როსტომაშვილი, ვახტანგ ახალაძე, ვასილ ამურველაშვილი, სოფიო ახუაშვილი, ირაკლი გოგოლაძე, დიმიტრი თარბაია, თეკლა ჯავახაძე, გიორგი შავგულიძე, გიორგი ჯიქურიძე, ზურაბ ცინცქილაძე, ბექნუ ქაფიანიძე,