სალამურა / 2015 წ.
მოზარდ მაყურებელთა თეატრი პატარებს მორიგ საჩუქარს სთავაზობს - არჩილ სულაკაურის ყველასთვის საყვარელ ნაწარმოებს ჩვენს სცენაზე ახლებური ინტერპრეტაციით იხილავთ. „სალამურას“ ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი კოტე მირიანაშვილი გახლავთ. წარმოდგენა გაჯერებულია მუსიკითა და ორიგინალური ქორეოგრაფიით.
ორმოქმედებიან წარმოდგენაში პატარები შეხვდებიან მათთვის კარგად ნაცნობ პერსონაჟებს: სალამურასა და ციცინათელების მწყემს ბაიას, გაბღენძილ მეფე ქონდარ მეთხუთმეტეს, დედოფალ ქონდარინეს და მათ ვაჟს, უფლისწულ ქონდარუხს, გაიძვერა ქონდართუხუცესს, ბრძენ კინა-ლოკოს და მრავალ სხვას.
ჯიუტი და თავნება უფლისწული ქონდარუხი სიზმრად ციცინათელების მწყემს ბაიას ნახავს და მასთან თამაშს მოიწადინებს. ამიტომ ღამის შიკრიკები ბაიას იტაცებენ და ქონდარეთში მიჰყავთ. ჭიამაიების მწყემსი ბიჭუნა სალამურა კი, მშვენიერი ბაიას გადასარჩენად გაემართება, გზად მას ბევრი თავგადასავალი ელის: ბაგირზე სიარულსაც ისწავლის და მუშტი-კრივსაც, ახალ მეგობრებსაც შეიძენს. შეძლებს თუ არა სალამურა ბაიას გადარჩენას, ამას მაყურებელი ჩვენი თეატრის სცენაზე თავად იხილავს.
- რეჟისორი — კოტე მირიანაშვილი
- რეჟისორის თანაშემწე — ინგა კაჭახიძე
- მუსიკალური გაფორმება — ალექსანდრა ლორთქიფანიძე
- ქორეოგრაფი — ლაშა რობაქიძე
- სცენოგრაფია — ლომგულ მურუსიძე
- ინსცენირების ავტორი — კოტე მირიანაშვილი
- კოსტუმების მხატვარი — მაია სხირტლაძე
- მონაწილეობენ: თამარ მამულაშვილი, თამარ ლორთქიფანიძე, ხატია მელქაძე, ვანო დუგლაძე, ლევან კაციაშვილი, გიორგი კაჭახიძე, ვახტანგ ნოზაძე, ნინო ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, შალვა ანთელავა, მაია ჩართოლანი, დავით როსტომაშვილი, ვახტანგ ახალაძე, ირაკლი გოგოლაძე, რაჟდენ კერვალიშვილი, სალომე მაისაშვილი, რატი ნავაძე, ზვიად ურიდია, გიორგი შავგულიძე, თამარ ტყემალაძე, სოფიო ფერაძე, გიორგი ჯიქურიძე, ლევან გვაზავა,