მეფე ლირი თავშესაფარში

„ მეფე ლირი თავშესაფარში“- სპექტაკლი ჩვენზე და ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებზე. გაჯერებული აქტუალური და ყველაზე მტკივნეული თემებით. მოქმედება ქალაქის ცენტრში მდებარე მოხუცებულთა თავშესაფარში ვითარდება. მისი ბინადარნი შვილებისგან და ახლობლებისგან მიტოვებულ-დავიწყებული ათიოდე მოხუცებულია, რომლებიც თავშესაფრის შენარჩუნებისთვის ბრძოლას: ხარბ, შეუბრალებელ, ყალბ ადამიანებს გამოუცხადებენ. 
თავშესაფარში სულიერება მხოლოდ დაუცველ მოხუცებულებშია, დანარჩენებს: თავშესაფრის დირექტორს , უცხოელ ინვესტორებს, „იმის „იმას“ მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ, ხოლო მედიას საუკეთესო სანახაობა ადარდებს. აქ სიცოცხლე არ ფასობს, არც ღირებულებები, სამაგიეროდ სეირის მოყვარულია ბევრი. „ მეფე ლირი თავშესაფარში“ არის აქცია- სპექტაკლი როგორები ვართ და როგორები არ უნდა ვიყოთ.