ჯუჯა ცხვირი / 2015 წ.
შესანიშნავი გერმანელი მწერალ–მეზღაპრის ვილჰელმ ჰაუფის ზღაპარი – "ჯუჯა ცხვირი" ჩვენი თეატრის უფროსკლასელი მაყურებლისთვის არის განკუთვნილი. დადგმისა და ინსცენირების ავტორმა გიორგი თავაძემ სპექტაკლში ჩადო ის იდეა რაც ჰაუფის ზღაპარში კარგად სჩანს: პატარა ბიჭუნას ავმა ბედისწერამ დიდი განსაცდელი გაუმზადა – ბოროტმა ჯადოქარმა წაართვა ახალგაზრდობა და სილამაზე და ჯუჯა ცხვირად აქცია. მისმა ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა – საკუთარმა დედ–მამაც კი ვერ იცნო, ხალხმა გარიყა. ბიჭუნა იმდენად ძლიერი და კეთილი ბუნების აღმოჩნდა, რომ დასძლია თვით ბოროტი და ძლიერი ჯადოქრის მაგია და ბატის სხეულში მომწყვდეულ დასაკლავად განწირულ გოგონასთან ერთად დაიბრუნა თავისი პირვანდელი სახე.
სპექტაკლი მეგობრობისა და სიყვარულის ძალის უძლეველობაზე მოგვითხრობს.
- რეჟისორი — გიორგი თავაძე
- მხატვარი — ანა კალატოზიშვილი
- რეჟისორის თანაშემწე — ნატალია არველაძე
- მუსიკალური გაფორმება — დავით თავაძე
- ქორეოგრაფი — გია მარღანია
- რეჟისორის ასისტენტი — რაჟდენ კერვალიშვილი
- მონაწილეობენ: ვამეხ ჯანგიძე, დავით ხახიძე, კახა გაბელაია, პაატა კიკვაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, კახაბერ ჭოლაძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, ვახტანგ ჩაჩანიძე, მაია ხორნაული, ნინო ანდრიაძე, ზურაბ ავსაჯანიშვილი, დავით როსტომაშვილი, ქეთი ჩაჩუა, რაჟდენ კერვალიშვილი, თეკლა ჯავახაძე, ნიკოლოზ ფაიქრიძე, ქეთი ქიტიაშვილი, მერაბ ბრეკაშვილი,