







რეკვიემი / 2014წ.
თეატრის ცნობილი კრიტიკოსი და ისტორიკოსი ვასილ კიკნაძე პიესას "რექვიემი" უძღვნის დიდ ქართველ თეატრალურ მოღვაწეთა ნათელ ხსოვნას, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს სამშობლოსა და ხელოვნების სამსახურს, მაგრამ დრომ, რომელმაც "უხვად მოიტანა სისხლი და ცრემლები" არ დაინდო ისინი, პიესას საფუძვლად დაედო ვასილ კიკნაძისავე ნაშრომი "წამებული რაინდები".
სპექტაკლის მთავარი გმირები არიან დიდი ქართველი რეჟისორი სანდრო ახმეტელი და რუსთაველის სახელობის თეატრის მთავარი შემოქმედებითი ბირთვი, რომელიც 1937 წელს ბოლშევიკურ ტერორს ემსხვერპლნენ.
თეატრმა და რეჟისორმა ლილი ბურბუთაშვილმა, იმიტომ მოჰკიდა ხელი ამ დრამატული ამბით აღსავსე ნაწარმოების დადგმას, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ არასოდეს დაივიწყოს თავისი ქვეყნისა და თანამემამულეთა წარსული, რათა მომავალში აღარასოდეს განმეორდეს ისტორიის ტრაგედია.
- რეჟისორი — ლილი ბურბუთაშვილი
- მხატვარი — მაია სხირტლაძე
- რეჟისორის თანაშემწე — თამაზ ქარაული
- რეჟისორის ასისტენტი — რაჟდენ კერვალიშვილი
- მონაწილეობენ: ნინო არჩაია, ვანო დუგლაძე, გიორგი კაჭახიძე, იოსებ მოლოდინაშვილი, პაატა კიკვაძე, ლაშა გრძელიძე, ცოტნე საგინაძე, ნუგზარ ყურაშვილი, ვასილ ამურველაშვილი, სოფიო ახუაშვილი, ირაკლი გოგოლაძე, რაჟდენ კერვალიშვილი, სალომე მაისაშვილი, ზვიად ურიდია,