ჩვენ გველის დიდება / 2014წ.

სპექტაკლი ასახავს ნიჭიერი სტუდენტების ცხოვრების მონაკვეთს, რომლებიც  ხელოვნების ინსტიტუტში სწავლობენ.
 ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ  ახალგაზრდების მიზანი ერთია: „მათ დიდება სურთ!“
ზოგი მათგანი  ბუნებრივი ნიჭითაა დაჯილდოვებული, ზოგიერთი მიზანს  მძიმე შრომით მიაღწევს, ზოგიერთი მხოლოდ მასწავლებლების დაპირებების საფუძველზე აპირებს თავისი ოცნებების ასრულებას.
 ზოგს მშობლების სრული მხარდაჭერა აქვს, ზოგიერთი კი საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ ოჯახის მოთხოვნებს ასრულებს , ზოგი მხოლოდ საკუთარი თავის იმედად არის დარჩენილი.
ზოგს ნათლად წარმოუდგენია, რას მიაღწევს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ხოლო ზოგი ცხოვრების დინებას მიჰყვება .....