7+1 / 2014 წ.

კაბარე.

ფარდები. პატარა, მრგვალი სცენა... 
დეკორაცია პირობითი... სცენაზე კონფერანსიე და ლაშა ბუღაძის ,,პატარა პიესები”.

ისინი, მაყურებლის თვალწინ საკმაოდ ნაცნობ, ხშირად თითქოს აბსურდულ, მაგრამ ძალიან სასაცილო, კომიკურ თბილისურ ისტორიებად გაცოცხლედებიან,
... ნოდარი და თამუნა... ლეილა და ასაწყობი კაცი... ქეთინო და ბადრი... ლეილა და ზღვა... თქვენ წარმოიდგინეთ, - სტალინიც კი, და მეძავი მაყვალა...
მათი სიყვარულის ისტორიები, ვნებები, ღალატი და ოცნებები... ტყუილი და იმედგაცრუება... 
მათ ხომ ყოფით რეალობაშიც ჩვენც ხშირად ვხვდებით :)