





კლოუნადა / 2013 წ.
ხელოვნება იმისათვის შექმნა ადამიანმა, რომ ეჩვენებინა კეთილსა და ბოროტს შორის მუდმივი ბრძოლის სურათი. ამ ბრძოლის შესახებ ჯერ კიდევ ბავშვობიდან უყვებიან ადამიანებს, რათა ისინი თავიდანვე დადგნენ სიკეთის მხარეზე.
საცირკო ხელოვნება კი უძველესი დროიდან არსებობს, ცირკში კი, როგორც სულ პატარებისთვისაც კი არის ცნობილი კლოუნები გამოდიან. ამჯერად ბავშვებისათვის საყვარელმა კლოუნებმა ჩვენს თეატრში გადმოინაცვლეს და მოზარდ მაყურებელთა სცენაზე გამართავენ სპექტაკლს, სადაც უსიტყვოდ – მხოლოდ მარჯვე, ცოცხალი და სიცილის ამტეხი მოძრაობებით, მალაყებითა და ხტომა–ტრიალით მოგვითხრობენ კეთილისა და ბოროტის ბრძოლის ზღაპარივით ძველ ამბავს.
ჯერ გვიამბობენ ჩვენი პირველყოფილი წინაპრების ისტორიას, შემდეგ გადაინაცვლებენ ამერიკის კონტინენტის თვალუწვდენელ პრერიებში და იქაური ამბების თანამონაწილეებად გვაქცევენ. მერე XX საუკუნეში დატრიალებული საშინელი ომის სურათებს დაგვიხატავენ, ბოლოს კი ჩვენს თანამედროვე ეპოქაში გადმოინაცვლებენ და ახლა ჩვენ დროში შეებრძოლებიან და დაამარცხებენ ბოროტ ძალას.
რა თქმა უნდა დაამარცხებენ, რადგან მათ მხარს ცხოველები და ფრინველებიც უჭერენ, თანაც პატარა მაყურებელი ხომ თავად არის კეთილი ძალა, და მათი მხიარული სიცილი კლოუნების ოინებზე უდიდესი ძალაა.
სიკეთეს და სიცილს კი წინ ვერაფერი დაუდგება!
- რეჟისორი — ნიკოლოზ საბაშვილი
- მხატვარი — მამუკა გიორგაძე
- რეჟისორის თანაშემწე — ქეთი ქანთარია
- მუსიკალური გაფორმება — ნიკოლოზ საბაშვილი
- ილუზიონისტი — ზურაბ ვადაჭკორია
- მონაწილეობენ: ნინო არჩაია, ხატია მელქაძე, ნინო პაპიაშვილი, ლევან კაციაშვილი, ვახტანგ ნოზაძე, სალომე წურწუმია, ზურაბ ავსაჯანიშვილი, დევი რეხვიაშვილი, ანი ზამბახიძე, ირაკლი გოგოლაძე,