




კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა / 2013წ.
XX საუკუნის ერთ–ერთი უღირსშესანიშნავესი პროზაიკოსის, გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" სცენურ ვერსიაში სრულიად არის შენარჩუნებული ავტორისეული პათოსი: ადამიანი წარმოსახვის, ფანტაზიის, კულტურული ფასეულობების გარეშე კარგავს თავის ძალას და უაზრო პრაგმატიზმის ამარა რჩება. ვასილ კეჟერაძის ატელიეში მაყურებელთა თვალწინ იშლება ერთგვარი ირეალური თუ იდეალური სამყაროს მოდელი, სადაც დიდი ლიტერატურის გმირები ცხოვრობენ. აქ შესაძლებელი ხდება ადამიანთა სულიერი აღზრდა და ვითომდა სოციოლოგ– მკვლევარების ვიწრო ჩინოვნიკური არსებობისათვის ნიღბის ჩამოხსნა. აქ მათი ნამდვილი სახის გაქილიკებაც არის შესაძლებელი. სპექტაკლის ავტორთა სურვილია, რაც შეიძლება მრავლად იყვნენ ქვეყნად კაცები, რომელთაც ძლიერ უყვართ ლიტერატურა.
- რეჟისორი — ზურაბ კანდელაკი
- მხატვარი — ლომგულ მურუსიძე
- რეჟისორის თანაშემწე — ნატალია არველაძე
- მუსიკალური გაფორმება — ზურაბ კანდელაკი
- ინსცენირების ავტორი — ზურაბ კანდელაკი
- მონაწილეობენ: გიორგი კაჭახიძე, ვახტანგ ნოზაძე, ლიკა შუკაკიძე, ეკატერინე თვაური, გიორგი შავგულიძე, გიორგი ჯიქურიძე, ზურაბ ცინცქილაძე,