ერთი ქილა ნატვრა

„ერთი ქილა ნატვრა“ პლასტიკური და მუსიკალური, არავერბალური წარმოდგენაა, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის ცნობილი იგავ-არაკის „გლახაკი და ქილა ერბოს“ სიუჟეტურ მოტივებზეა შექმნილი. კლასიკური ამბავი აქ თანამედროვე სცენური ენით, სიტყვების გარეშე, მუსიკის, პლასტიკისა და ქორეოგრაფიის საშუალებით ცოცხლდება.

სპექტაკლის პერსონაჟები ამბავს მოძრაობითა და ქართული ტრადიციული ცეკვის ელემენტებით გვიყვებიან. წარმოდგენაში არ ჟღერს სულხან-საბას ტექსტი - მის ნაცვლად გამოყენებულია ხალხური პოეზია, რაც სპექტაკლს განსხვავებულ და თვითმყოფად მხატვრულ ფორმას სძენს.

განსაკუთრებულ როლს თამაშობს ქართული მუსიკა - როგორც ხალხური საკრავების ჟღერადობა, ასევე სულხან ცინცაძის კომპოზიციები. სპექტაკლის ვიზუალური სამყარო კი ნიკო ფიროსმანის მხატვრობით არის შთაგონებული და ვიდეოინსტალაციების საშუალებით იქმნება.


  • მონაწილეობენ: