არ დამიძახოთ ბებია
კომედიური, თბილი და ამავე დროს აქტუალური ამბავი თაობებს შორის გაუგებრობაზე, სიყვარულსა და თანაცხოვრების რთულ ხელოვნებაზე. „არ დამიძახოთ ბებია“ გვიყვება ქალბატონ თინაზე - ხანშიშესულ ქვრივზე, რომელიც სიგიჟემდეა შეყვარებული წიგნებზე და მთელი ცხოვრება მათ კითხვასა და მოვლას მიუძღვნა. ექსცენტრული თინა თითქოს არ დადის - „დაფრინავს“, კი არ ლაპარაკობს - „მღერის“ და თავისი უნიკალური სამყაროთი ყველას აოცებს. მის ცხოვრებაში მოულოდნელად იწყება ყველაზე დიდი გამოწვევა - შვილიშვილების მოვლა. თანამედროვე მოზარდები, რომლებიც ცხოვრობენ ტელეფონებისა და სოციალური ქსელების სამყაროში, და ქალი, რომლის რეალობა წიგნებით არის სავსე - მათი შეხვედრა ნამდვილ „კულტურულ შეჯახებად“ იქცევა. წესები, თავისუფლება, სიყვარული, პასუხისმგებლობა - ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. თუმცა იუმორით, კონფლიქტებითა და გულწრფელი დიალოგებით ეს ისტორია ნელ-ნელა იქცევა თბილ ამბად ურთიერთგაგებაზე. ეს არის სპექტაკლი თაობებს შორის განსხვავებებზე, ბებია-შვილიშვილების ურთიერთობაზე და იმაზე, რომ ზოგჯერ „ბებია“ შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე თანამედროვე ადამიანი.
- მონაწილეობენ:


