სათამაშო პისტოლეტი

„სათამაშო პისტოლეტი“ ორი ხელოვანის ცხოვრების, მათი ბედისა და ერთმანეთთან რთული, განსაკუთრებული კავშირის შესახებ მოგვითხრობს. ეს არის ორი ადამიანის უჩვეულო შეხვედრის ამბავი, რომელიც შესაძლოა ჩვეულებრივ ურთიერთობად არ ჩამოყალიბდეს, მაგრამ მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან კვალს ტოვებს.

პიესის ცენტრში პლატონური სიყვარული, ერთმანეთის შემოქმედებითი აღიარებით გამოწვეული აღტაცება და ადამიანური სიახლოვის სურვილია. გმირებს შორის კავშირი სწორედ იმ განცდებზეა აგებული, რომლებიც ყოველთვის არ საჭიროებს სიტყვიერ აღიარებას, ზოგჯერ ადამიანი ყველაზე ახლოს მაშინ არის, როცა მას ბოლომდე ვერ უახლოვდები.

„სათამაშო პისტოლეტი“ ასევე არის „ვერ შეხვედრის“ სევდაზე, იმ ურთიერთობებზე, რომლებიც შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს მოგონებაში, წარმოსახვაში ან ხელოვნებაში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ერთმანეთს ისე ვერ ხვდებიან, როგორც ეს მათ სურთ.


  • მონაწილეობენ: