განძის კუნძული
მეკობრეებით, ნამდვილ ჯენტლმენებით, საზღვაო საიდუმლოებებით, იუმორითა და მოულოდნელი ამბებით სავსე „განძის კუნძული“ მაყურებელს თავგადასავლების სამყაროში ამოგზაურებს - სამყაროში, სადაც სიმამაცე, მეგობრობა, ერთგულება და არჩევანის პასუხისმგებლობა ერთმანეთში იკვეთება.
სპექტაკლი ახალგაზრდა ჯიმ ჰოკინსის დაუვიწყარ მოგზაურობაზე მოგვითხრობს. ყველაფერი ძველი რუკის აღმოჩენით იწყება და ჯიმს მეკობრეებით, განძის მაძიებლებითა და სახიფათო ინტრიგებით სავსე გზაზე აყენებს. ზღვისა და შორეული კუნძულისკენ მიმავალ მოგზაურობაში ჯიმი არაერთ გამოცდას ხვდება. მას უწევს გაარჩიოს მეგობარი მტრისგან, ნდობა - ღალატისგან და გააკეთოს არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის.
ორთაბრძოლები, მუსიკა, იუმორი, მოულოდნელი ამბები და დაძაბული თავგადასავლები წარმოდგენას დინამიკურსა და სანახაობრივს ხდის. თუმცა „განძის კუნძული“ მხოლოდ დაკარგული ოქროს ძიების ისტორია არ არის - ეს არის პიროვნული ზრდისა და საკუთარი თავის აღმოჩენის გზაც. ჯიმის მოგზაურობისას საფრთხეებთან ერთად გამოცდილებაც გროვდება და სწორედ რთულ სიტუაციებში ყალიბდება მისი ხასიათი. ეს არის სპექტაკლი მეგობრობაზე, სიმამაცეზე და იმაზე, რომ ნამდვილი განძი მხოლოდ ოქრო კი არა - ერთგულება და თავგადასავლებია!
- მონაწილეობენ:


