მაგდანას ლურჯა

ეკატერინე გაბაშვილის ცნობილი ნაწარმოების „მაგდანას ლურჯას“ მიხედვით შექმნილი სპექტაკლი პირველად დაიდგა სცენაზე, მოზარდ მაყურებელთა თეატრში. წარმოდგენა გამოირჩევა უჩვეულო და საინტერესო სცენური ფორმით, რომელიც კლასიკურ ლიტერატურულ ტექსტს თანამედროვე თეატრალურ ენაზე აცოცხლებს.

სპექტაკლის ცენტრში ქვრივი მაგდანა და მისი შვილები არიან - ოჯახი, რომელიც სიღარიბისა და ყოველდღიური სირთულეების მიუხედავად, ერთმანეთის სიყვარულითა და შრომით ცხოვრებას აგრძელებს. შემთხვევით ნაპოვნი, სიკვდილის პირას მყოფი სახედარი - ლურჯა - ბავშვებისთვის იმედისა და უკეთესი მომავლის სიმბოლოდ იქცევა. თუმცა მათი სიხარული მოულოდნელად რთულ გამოცდად გარდაიქმნება, როდესაც ლურჯას ყოფილი პატრონი მის დაბრუნებას მოითხოვს.

წარმოდგენა ნაწილობრივ კლოუნადის სტილშია გადაწყვეტილი, „მაგდანას ლურჯა“ ახალგაზრდა მაყურებელს კლასიკურ ქართულ ლიტერატურასთან შეხვედრის განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.

 


  • მონაწილეობენ: