ოზის ჯადოქარი
ფრენკ ბაუმის ნაწარმოების ,,ოზის ჯადოქრის,, მიხედვით დადგმული სპექტაკლი... ამოვარდნილი ქარიშხლის შემდეგ მთავარი გმირი პატარა გოგო დოროთი სახლიდან ძალიან შორს ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდება,სადაც ის გაიჩენს მეგობრებს - საფრთხობელას,რკინის კაცს და ლომს. კეთილი ჯადოქრების და ღეჭიების დახმარებით დოროთი უნდა მივიდეს ზურმუხტქალაქში ოზის ჯადოქართან,თუმცა ოზთან მისასვლელი გზა არავინ იცის,არც არავის უნახავს ოზი,არც ის იცის არავინ თუ როგორ გამოიყურება ზურმუხტქალაქის ბრძანებელი. დოროთის ძალიან სურს სახლში დაბრუნება,ყველაფერს აკეთებს ამისთვის თუმცა ბოროტი ჯადოქარი და მფრინავი მაიმუნი მას ხელს უშლის. ბოროტ ჯადოქარს და მაიმუნს გადაწყვეტილი აქვთ როგორმე დოროთი და მისი მეგობრები გაანადგურონ,მათ ჯადოსნური ფეხსაცმელი წაართვან და ბოროტება გაბატონონ დედამიწაზე. ეს არის ამბავი პატარა გოგოზე რომელმაც სიყვარულით,მეგობრობით,ერთგულებით,მიზანდასახულობით შეძლო ბოროტი ჯადოქრის დამარცხება და სახლში დაბრუნება. -მე ასე მასწავლიდნენ: ,,როცა რაღაც ძალიან გინდა და მიზნის მისაღწევად ბევრს შრობომ შენი ნატვრა აუცილებლად აგისრულდება,,იზანდასახულობით შეძლო ბოროტი ჯადოქრის დამარცხება და სახლში დაბრუნება. -მე ასე მასწავლიდნენ: ,,როცა რაღაც ძალიან გინდა და მიზნის მისაღწევად ბევრს შრობომ შენი ნატვრა აუცილებლად აგისრულდება.
- რეჟისორი — დავით ჩხარტიშვილი
- მხატვარი — ლევან კვარაცხელია
- კომპოზიტორი — დავით თავაძე
- რეჟისორის თანაშემწე — თამაზ ქარაული
- ქორეოგრაფი — გია მარღანია
- ინსცენირების ავტორი — დავით ჩხარტიშვილი
- ინსცენირების ავტორი — ანა მირიანაშვილი
- ვიდეო ინსტალაცია — ირაკლი ხვთისიაშვილი
- მონაწილეობენ: ნინო შუშიაშვილი, ვანო დუგლაძე, ლევან კაციაშვილი, პაატა მხეიძე, მარიამ ჩუხრუკიძე, კახაბერ ჭოლაძე, ნიკო ნანიტაშვილი, სალომე წურწუმია, შალვა ანთელავა, ლიკა შუკაკიძე, ზურაბ არუსია, ირინე კუკულაძე, რატი ნავაძე, ანა ხუროშვილი, გიორგი შავგულიძე, ასმათ ქურციკიძე, სოფიო ებრალიძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, გიორგი ყორღანაშვილი, ნია ტოგონიძე,