ლამბალო და ყაშა
მიხეილ ჯავახიშვილმა მოთხრობა „ლამბალო და ყაშა“ 1925 წელს დაწერა. ნაწარმოებში თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს. მთხრობელი კი ქართველია, წითელი ჯვრის ექიმი, რომელსაც ურმიის ტბის მიდამოებში გააგზავნიან ომის დროს. მოქმედება I მსოფლიო ომის დროს ხდება უკვე დასუსტებულ სპარსეთში, რომელიც იძულებულია ეპირფეროს რუსეთსაც და ინგლისსაც, რომ როგორმე თავი გადაირჩინოს. რუსეთის იმპერია დაუფარავად აცხადებს საკუთარ პრეტენზიებს ამ ტერიტორიაზე და ყველა გზით ცდილობს პოზიციების გამყარებას, როგორც სამხედრო, ისე საზოგადოებრივ, რელიგიურ ასპარეზზეც. მოთხრობაში კარგად ჩანს ის ქაოსი, სულიერი დეგრადაცია, საზოგადოების გახლეჩა, რაც ყველა ომს თან სდევს. ამ ფონზე გამორჩეულად ემოციურია ქართველი ექიმისა და მუსლიმი ახალგაზრდის დამეგობრების, ქართველთა შემწყნარებლობის, ამიერკავკასიის ხალხებს შორის რუსეთის, როგორც უცხო, მახინჯი ძალის ჩარევის, ისტორიული და პოლიტიკური წარსულის თემები.
ნაწარმოების მოქმედების ადგილი, ურმიის მიდამოები ერთგვარი ბაბილონის გოდოლია, სადაც სხვადასხვა რჯულისა და ეროვნების ხალხი ირევა და ეს პერსონაჟთა შესაბამის ლექსიკაშიც გამოიხატება. მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობაში სიკეთისა და ბოროტების სახით ერთმანეთს უპირისპირდებიან ახალგაზრდა მუსლიმი მაშადი ჰასანი (მეტსახელად ლამბალო) და გაიძვერა და ფლიდი ასურელი მართლმადიდებელი ყაშა ლაზარე.
- რეჟისორი — დიმიტრი ხვთისიაშვილი
- მხატვარი — ლომგულ მურუსიძე
- რეჟისორის თანაშემწე — ინგა კაჭახიძე
- მუსიკალური გაფორმება — ზურაბ გაგლოშვილი
- ქორეოგრაფი — გია მარღანია
- მონაწილეობენ: თამარ მამულაშვილი, ვამეხ ჯანგიძე, დავით ხახიძე, გიორგი კაჭახიძე, ვახტანგ ნოზაძე, პავლე ნოზაძე, კახაბერ ჭოლაძე, რატი გოგუაძე, დავით როსტომაშვილი, ნიკოლოზ ფაიქრიძე, გიორგი შავგულიძე, გიორგი ოქრუაშვილი, ალექსანდრე შარაბიძე, ნიკოლოზ ხრიკული, ნიკა ჭკადუა, ლალი ღერკენაშვილი,