ლევილის დედა

სპექტაკლი ეძღვნება ნამეტია ბერძენიშვილისა და ვალერიან გოგუაძის ოჯახს, რომელიც მედგრად უწევდა წინააღმდეგობას საბჭოთა რუსეთს და სიცოცხლის გადასარჩენად ემიგრაციაში იძულებით წასვლა მოუწიათ . სადაც დაუღალავად შრომობდნენ ქართული იდენტობის შესანარჩუნებლად.
შემეცნებით დოკუმენტურ წარმოდგენაში განვითარებული მოვლენები გმირების დახმარებით მაყურებელს ისეთ ღირებულ ფასეულობებს აჩვენებს, როგორიცაა სამშობლოსა და ოჯახის სიყვარული, თანაგრძნობა, სიკეთე და მეგობრობა. მაყურებელს კი მიაწვდის ინფორმაციას და გაახსენებს სამშობლოს ორი ჭეშმარიტი პატრიოტის ნამეტია ბერძენიშვილისა და ვალერიან გოგუაძის შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომავალ თაობას მივაწოდოთ და შევუნახოთ ინფორმაცია ადამიანების შესახებ ვინც საფრანგეთში ემიგრაციაში შეძლო ქართული მამულის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა.