ბრმა ძაღლები

სპექტაკლის  ძირითადი  ქარგა  დავით  კლდიაშვილის  პიესა  ,,უბედურებაზეა“  აგებული, თუმცა  მასში  ამავე  ავტორის  კიდევ  რამოდენიმე  ნაწარმოებიდან  ჩართული  გმირებიც  მოქმედებენ...
პიესის  მოქმედება    სოციალურად  დაბალი  ფენის  სამეზობლო  გარემოში  ვითარდება. როცა  ამ  მიკროსამყაროს  ერთ-ერთი  წარმომადგენელი  ცუდად  ხდება,ყველა  მის  დახმარებას  და  გადარჩენას  ცდილობს. ამ  მცდელობას  მოქმედი  გმირები  უცნაურ  გარდატეხვასა  და  გადაწყვეტილებების  მიღებამდე  მიჰყავს.
თანამედროვე  სამყაროში  დგას  მიმღებლობისა  და  სოლიდარობის  პრობლემა,რომლის  არსებობაც  უმეტეს  შემთხვევაში  ზედაპირული  და  პლაკატურია, თითქოს  პრობლემა  არსებობს  და  არც  არსებობს... - სწორედ  ეს  ხდის  ადამიანების  არსებობას  გროტესკულს  და  საზოგადოება  კოლაფსამდე  მიჰყავს. ადამიანები  უღრან  ტყეში  დაკარგულ, გზააბნეულ  ბრმებს  ჰგვანან, რომლებიც აქეთ-იქით  უმისამართოდ  დაეხეტებიან...