(ჰ)აბო

წარმოდგენა აბო თბილელის ცხოვრებისა და მოწამებრივი აღსასრულის ამბავს გვიყვება. ყველასთვის კარგად ცნობილი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების თეატრალური ვერსიის შექმნის იდეაცა და პიესის ინსცენირებაც ახალგაზრდა რეჟისორს, მარიამ სიხარულიძის ეკუთვნის. პიესის შექმნისას მან იხელმძღვანელა თავად იოანე საბანისძის ჰაგიოგრაფიული თხზულებით „აბო თბილელის წამება“ და ნოდარ წულეისკირის ნაწარმოებით „ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი“. რა მოხდა 786 წელს? როგორ პოლიტიკას აწარმოებდნენ იმჟამინდელი საერო თუ სასულიერო პირები? რა პარალელების გავლება შეგვიძლია შორეულ წარსულსა და თანამედროვეობას შორის?