ჟიკჟიკობა ღამე
პიესა ომის შემდეგ, იძულებით მიტოვებულ სოფლებზეა, ომში უსაფლავოდ დაკარგულ მიცვალებულებზე და საქართველოს უახლესი ისტორიის, ოკუპაციის შემდეგ დარჩენილ ტკივილზე.
პიესის მთავარი გმირები, გარდაცვლილი ბებია ოლა და პაპა ილა არიან, რომლებიც უკვე დიდი ხანია , სამაჩაბლოს ერთ-ერთი, ოკუპირებული სოფლის სასაფლაოზე წვანან. აქ , თითქმის აღარავინ დადის , აღარც სანთლებს ანთებენ , როგორც უწინ. არა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დამდეგ ღამეს, მოდიოდნენ და საკუთარ მიცვალებულებს სანთლებს უნთებდნენ. ისე აჟიკჟიკდებოდნენ სანთლები სასაფლაო ერთი დიდი ქალაქი გეგონებოდა.
სპექტაკლის რეჟისორმა გადაწყვიტა პიესაში გამოეყენებინა მიხო მოსულიშვილის ნაწარმოები „ ზეცას ვიყავ, ზეცა ვნახე“ და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომგამოვლილი ადამიანების ნამდვილი ამბები.
სპექტაკლში გამოყენებულია ქართული იავნანა, სულხან ცინცაძის „ ყელსაბამი“ და ნინო-კიკვაძე- ბარათაშვილის სიმღერა „ მეჯინიბე“.
სპექტაკლი ეძღვნება მსახიობების - მაია ჩართოლანისა და მერაბ შარიქაძის საიუბილეო თარიღს.
- რეჟისორი — ეკატერინე კატო შარიქაძე
- მხატვარი — მაია სულხანიშვილი
- რეჟისორის თანაშემწე — ნატალია არველაძე
- ინსცენირების ავტორი — ეკატერინე კატო შარიქაძე
- ლოტბარი — ელენე ბეჟაშვილი
- ხმის რეჟისორი — ლევან გვაზავა
- მონაწილეობენ: ნინო პაპიაშვილი, მერაბ შარიქაძე, მაია ჩართოლანი, მია მიქელაძე, ჯაბა ჯანაშია, ლილი მეტრეველი, მალხაზ შაყულაშვილი,