

















ავი მუსაიფი
ნოდარ მაჭარაშვილის ისტორიული რომანი „ავი მუსაიფი“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ტრაგიკული ბედის მქონე მეფის, ერეკლე II-ის ცხოვრებასა და პოლიტიკურად რთულ ეპოქას ეხება, რომელშიც მას მოუწია ცხოვრება. თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ამავე სახელწოდების წარმოდგენის სცენური ვერსიისა და ინსცენირების ავტორი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი გახლავთ. ეს ამ ისტორიულ-მხატვრული ჟანრის რომანის გასცენურების პირველი მცდელობაა ქართულ თეატრში. სპექტაკლში აღწერილია ერეკლე II-ის ეპოქის ისტორიული პერიპეტიები, რომელშიც გარკვეულწილად ირეკლება თანამედროვე საქართველოს ურთულესი სინამდვილეც; სიყვარული და სიძულვილი, ერთგულება და ღალატი, იმედგაცრუება და რწმენა, ომი, ბრძოლა და ინტრიგები, სამშობლოსთვის თავდადება, ზნეობა და მარადიული ფასეულობები.
- რეჟისორი — დიმიტრი ხვთისიაშვილი
- კომპოზიტორი — დავით თავაძე
- რეჟისორის თანაშემწე — ნათია ბოშიშვილი
- ქორეოგრაფი — გია მარღანია
- ინსცენირების ავტორი — დიმიტრი ხვთისიაშვილი
- ვიდეო პროექცია — ლევან გვაზავა
- ქართული ცეკვა — მურო გაგოშიძე
- სასცენო ბრძოლა — პაატა მხეიძე
- მონაწილეობენ: თამარ მამულაშვილი, ვამეხ ჯანგიძე, დავით ხახიძე, ნინო არჩაია, ხატია მელქაძე, თამარ ჭანუყვაძე, ვანო დუგლაძე, გიორგი კაჭახიძე, ვახტანგ ნოზაძე, ნინო ლორთქიფანიძე, მარიამ ჩუხრუკიძე, კახაბერ ჭოლაძე, რატი გოგუაძე, მერაბ შარიქაძე, ზურაბ ავსაჯანიშვილი, დავით როსტომაშვილი, ნიკოლოზ ფაიქრიძე, გიორგი შავგულიძე, თამარ ტყემალაძე, თამარ ცქვიტინიძე, გიორგი ჯიქურიძე, გიორგი ოქრუაშვილი,