HELLADOS

ნაწარმოებში ნათლად ჩანს ორი მოზარდის – იანგულისა და ჯემალის ბრძოლა თვითდამკვიდრებისათვის. თუმცა მათი პაექრობა არასდროს სცილდება ადამიანურობის საზღვრებს და ყველაზე მძაფრ და გადამწყვეტ მომენტებში პერსონაჟები არ ჰკარგავენ ერთმანეთის პატივისცემისა და დაფასების უნარს. „სამშობლო უფრო ღრმადაა, უფრო შიგნით“ – ამბობს ბერძენი იანგული და სწორედ ეს განცდა ეძახის მას სოხუმისკენ დასაბრუნებლად, როცა მამასთან და უამრავ ადამიანთან ერთად, გემით საბერძნეთში მიმავალი საბედისწერო გადაწყვეტილებას იღებს.