









თერთმეტი
ათი ქალის გაშიშვლებული ისტორია, რომლებიც თავიანთი ამბებით ექცევიან საზოგადოების ყურადღების ცენტრში და უმეტეს შემთხვევაში იწვევენ აგრესიას. პიესის ავტორმა და რეჟისორმა ეკატერინე კატო შარიქაძემ გადაწყვიტა შეეგროვებინა ისტორიები და ერთ ამბად აკინძა. აქ არის ამბები, რომლებიც აშფოთებს, აღაგზნებს, აბოროტებს, შუაზე ხლეჩს საზოგადოებას. ყველაზე ამაზრზენ ამბავსაც კი გააჩნია საკუთარი სიმართლე, მეორე მხარე, გამართლება. სპექტაკლი ეძღვნება საზოგადოებას, რომელსაც ღმერთის როლი აქვს მორგებული და ადვილად გამოაქვს განაჩენი ადამიანებისთვის.
- რეჟისორი — ეკატერინე შარიქაძე
- რეჟისორის თანაშემწე — თამაზ ქარაული
- მუსიკალური გაფორმება — ალექსანდრა ლორთქიფანიძე
- ქორეოგრაფი — ნიკო ნანიტაშვილი
- მონაწილეობენ: თამარ ლორთქიფანიძე, ნინო არჩაია, ნინო შუშიაშვილი, თამარ ჭანუყვაძე, სალომე წურწუმია, ნინო კიკაჩეიშვილი, ანი ზამბახიძე, სოფიო ახუაშვილი, სოფიო ფერაძე, თამარ ცქვიტინიძე, მარიამ ხუხუნაიშვილი,