ურჩხული და ლამაზმანი
„ურჩხული და ლამაზმანი“ ერთ-ერთი ყველაზე კეთილი და რომანტიული ზღაპარია სიყვარულზე. ეს არის ამბავი უფლისწულზე, რომელსაც ჯადოქარი ურჩხულად აქცევს; ჯადოს მოხსნა კი მხოლოდ ჭეშმარიტ, ორმხრივ სიყვარულს შეუძლია, თუმცა განა ვინმე შეძლებს ურჩხულის შეყვარებას?! მიუზიკლისთვის საგანგებოდ ითარგმნა სიმღერის ტექსტები, ხოლო ალან მენკენისა და ჰოვარდ ეშმანის ცნობილი მუსიკის გარდა, სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის შეიქმნა რამდენიმე მუსიკალური თემა. მოჯადოებული ურჩხულის სასახლეში ბავშვები შეხვდებიან საყვარელ პერსონაჟებს: ბელსა და მორისს, ლუმიერსა და კოგსვორთს, ქალბატონ ჩაიდანსა და ჩიპს, მადამ დე გარდერობსა და სხვებს. არაჩვეულებრივი მუსიკით, სიმღერებითა და ცეკვით დახუნძლული ულამაზესი ზღაპარი ნებისმიერი თაობის მაყურებელს მოხიბლავს - სკოლამდელი ასაკის ბავშვებსაც, მათ და-ძმებს, მშობლებს და ბებია-ბაბუებსაც კი.
- რეჟისორი — დიმიტრი ხვთისიაშვილი
- მხატვარი — ნინო კიტია
- რეჟისორის თანაშემწე — ნათია ბოშიშვილი
- ქორეოგრაფი — ნიკო ნანიტაშვილი
- ადაპტირებული ტექსტის ავტორი — ანა მირიანაშვილი
- პროექტის ავტორი — ლევან გვაზავა
- ვიდეო ინსტალაცია — ლევან გვაზავა
- მუსიკალური კონსულტანტი და ქორმაისტერი — ალექსანდრა ლორთქიფანიძე
- მონაწილეობენ: თამარ ლორთქიფანიძე, ნინო არჩაია, ხატია მელქაძე, თამარ ჭანუყვაძე, ბადრი გვაზავა, ვანო დუგლაძე, ლევან კაციაშვილი, მარიამ ჩუხრუკიძე, რატი გოგუაძე, შალვა ანთელავა, რამონა მიქელაძე, ზურაბ არუსია, რატი ნავაძე, თეკლა ჯავახაძე, ნინო მუმლაძე, ანა ხუროშვილი, თამარ ტყემალაძე, სოფიო ფერაძე, ეკატერინე კატო შარიქაძე, სერგო შვედკოვი, იაკო ჭილაია, თამარ ცქვიტინიძე, ლევან გვაზავა,