









არ დამივიწყო
"არ დამივიწყო" რევაზ მიშველაძის ნოველების მიხედვით აგებული ერთ მოქმედებიანი დრამაა. მწერალი მამა და აფხაზეთის ომში დაღუპული შვილი -ავტობიოგრაფიული ნოველაა, 80 წელს მიტანებული რაჭველი ბაბუას ამბავი დაცარიელებული მთის პრობლემას ეხება, მეორე მსოფლიო ომში დაკარგული საყვარელი ქმრის მაძებარი ქალი და უჩვეულო სატელეფონო „რომანი“ . სპექტაკლში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული მამა-შვილობა, მოლოდინი და ერთგულება, ამქვეყნიური ცხოვრება და გარდაცვალება, სიყვარული და მომავლის იმედი... მოზარდ მაყურებელთა თეატრის ერთგული მაყურებელი სცენაზე ცრემლიან, სულშიჩამწვდომ წარმოდგენას იხილავს.
- რეჟისორი — დიმიტრი ხვთისიაშვილი
- მხატვარი — ნინო ჩიტაიშვილი
- რეჟისორის თანაშემწე — ნატალია არველაძე
- მუსიკალური გაფორმება — ალექსანდრა ლორთქიფანიძე
- ქორეოგრაფი — ანანო სამსონაძე
- მონაწილეობენ: ნინო ლეჟავა, ვანო დუგლაძე, ვახტანგ ნოზაძე, პავლე ნოზაძე, შალვა ანთელავა, ნუგზარ ყურაშვილი, ირაკლი ხვთისიაშვილი, ნაირა გელაძე, ვახტანგ ახალაძე, ანა ხუროშვილი, ქეთი ქიტიაშვილი, ლელა მახნიაშვილი,