წითელქუდა

„წითელქუდა“ - სახელგანთქმული ფრანგი მწერლის, შარლ პეროს ყველა ბავშვისათვის კარგად ნაცნობი ზღაპარი მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე თამაშდება. ბებიასთან მისასვლელ გზაზე პატარა წითელქუდას მრავალი ფათერაკი ელის, მშიერი მელა და მგელი გოგონას ხელში ჩაგდებას ათასგვარი ხერხით ცდილობენ, წითელქუდა მარტო არ არის, მას ჩიტუნები და ბაჭია ეხმარებიან. პატარა მაყურებელს დიდი სიამოვნება ელის.