თამარ ლორთქიფანიძე
თეატრის დირექტორი
2015 წ. - თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი – დირექტორი
2013 - 2015 წ. - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - დირექტორი
2010 წლიდან დღემდე - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი - საზღვარგარეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლექტორი - არტ მენეჯერი
2010 წლიდან დღემდე - მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში - ფესტივალის დირექტორი
2010 - 2013 წ. - კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი - გენერალური მენეჯერი
2009 - 2011 წ. - საქართველოს ეროვნული მუზეუმი - საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის მენეჯერი
2009 წ. - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - რეგიონალური განვითარება, კრეატიული ინდუსტრიების (Creative Industries) ექსპერტი/კონსულტანტი
2006 - 2009 წ. - საქართველოს ეროვნული მუსიკის ცენტრი - გენერალური მენეჯერი
2008 - 2009 წ. - თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - ლექტორი, არტ მენეჯერი
2006 - 2007 წ. - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - მრჩეველთა საბჭოს წევრი (მუსიკის მიმართულება)
2005 - 2009 წ. - არასამთავრობო ორგანიზაცია ინტერკულტურული დიალოგის ცენტრი "თბილისის ახალი მეიდანი" - აღმასრულებელი დირექტორი
1998 - 2005 წ. - ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" - ხელოვნებისა და კულტურის პროგრამების კოორდინატორი
1992 - 1996 წ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკონსულო განყოფილება, ვიზებისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
1987 - 1992 წ. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ექსპერიმენტალური მუსიკალური სკოლა - უფროსი პედაგოგი, ფორტეპიანო
განათლება:
2000 წ. - ზალცბურგის არტ აკადემია - არტ მენეჯერი
1980 - 1987 წ. - მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია
1969 - 1980 წ. - სპეციალური მუსიკალური სკოლა (ნიჭიერთა ათწლედი)
ძირითადი პროექტები:
2013 წ. - EU Music Festival - ევროკავშირის მუსიკის ფესტივალი საქართველოში (ქუთაისი-ბათუმი-თბილისი). ორგანიზატორი.
2012 წ. - იაპონელი მევიოლინის კენ აისოს საკონცერტო ტური საქართველო სომხეთი, აზერბაიჯანი. (იაპონიისა და კავკასიის ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისადმი მიძღვნილი)
2011 წ. - გამოჩენილი პიანისტისა და პედაგოგის -დიმიტრი ბაშკიროვის დაბადების 80 წლის იუბილე თბილისში.
2010 - 2011 წ. - მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში
2010 წ. - არტ პროექტი ”17-27”
2009 წ. - ყოველწლიური თეატრალური პრემია „დურუჯი“, მენეჯერი;
2009 წ. - ბ.კვერნაძის საიუბილეო კონცერტი სიღნაღში - პროდუსერი და მენეჯერი;
2007 წ. - ს.ნასიძის საიუბილეო კონცერტი და წიგნი - პროდუსერი და მენეჯერი;
2005 წ. - წიგნის რედაქტორი;
მ. დრაგისევიჩ-შეშიჩი „ინტერკულტურული მედიაცია ბალკანეთში“ ქართული გამოშვების ინიციატორი და რედაქტორი;
2003 წ. - ტრენინგი საქართველოს რეგიონების კულტურის მართვაში ჩართულ პირთათვის. ორგანიზატორი: საქართველოს კულტურის სამინისტრო;
2002 წ. - ევროსაბჭოსა და კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „საქართველოს კულტურის პოლიტიკა” მოხსენება
კულტურის ალტერნატიული დაფინანსების ფორმების შესახებ.
2000 წ. - „SPIER“ ფესტივალი, კეიპ ტაუნი, სამხრეთ აფრიკა. მონაწილე
2000 წ. - არტ ასსამბლეა, ბარსელონა. მონაწილე.
1998 წ. - „East-West Festival“, საფრანგეთი. კოორდინატორი და მონაწილე.
1996- 2013 წ. - კონფერენციები, უორქშოპები, სემინარები, ტრეინინგები.