მანანა ბერიკაშვილი
განათლება:
1975-1979 წ.წ. - საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი, მსახიობი;
1982-1985 წ.წ. – „გი-ტი-სის“ ასპირანტურა (მოსკოვი), სასცენო მეტყველების პედაგოგი;
1999-2002 წ.წ. - საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, დრამის რეჟისორი.
სამსახურეობრივი გამოცდილება:
2012-დან დღემდე - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე ხელოვნებისა და განათლების დარგში;
2012 წ. - ტელეკომპანია „მე-9 არხი“, საეთერო გამოსვლებისა და მეტყველების კონსულტანტი;
2009 წ. - ტელეკომპანია „აჭარა“, საეთერო გამოსვლებისა და მეტყველების კონსულტანტი;
2008 წ.-დან დღემდე - კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლა, მეტყველების თეორია და კულტურა, ლექტორი;
2007 წ. - იუსტიციის უმაღლესი სკოლა, რიტორიკის პედაგოგი;
2007 წ.-დან დღემდე - ვ. აბაშიძის სახ. მუსიკისა და დრამის თეატრი, რეჟისორი;
2005-2010 წ.წ. - ტელეკომპანია „რუსთავი 2“, საეთერო გამოსვლებისა და მეტყველების კონსულტანტი;
2002-2005 წ.წ. - ტელეკომპანია „მზე“, სამხატვრო ხელმძღვანელი;
2001-2003 წ.წ. - თბილისის მერაბ კოსტავას სახელობის მუნიციპალური თეატრი, რეჟისორი;
1995-2001 წ. - ფონდი „ინტერნიუსი“, მეტყველების პედაგოგი.
საზოგადოებრივი საქმიანობა:
2014 წ. - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დღესასწაული, რეჟისორი;
2014 წ. - საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია, რეჟისორი;
2009 წ. - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო საღამო, რეჟისორი;
2008 წ. – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ღონისძიება - „ილიაობა“, რეჟისორი.
დადგმული აქვს სპექტაკლები: "აკრძალული თამაშები ",„ლექსად თქმული ქართლის ცხოვრება“, „ყოველმან ჩემმან მპოველმან“, „სიშორით სიახლოვე“, „მოუარეთ საქართველოს“, „მგზავრები“, „ჩვენ გველის დიდება“ და სხვ. მიღებული აქვს პრემია საუკეთესო ანსამბლური სპექტაკლისათვის და საუკეთესო ეპიზოდური როლისთვის სპექტაკლში „ჩვენ გველის დიდება“, ასევე ჩიკაგოს საერთაშორისო ფესტივალის I პრემია და ვ. იახტოვის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის გრანპრი.