კოტე მირიანაშვილი
1978-1987 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის რეჟისორად.
გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები, გადაცემები ხელოვნების თემაზე და სატელევიზიო სპექტაკლები.
განახორციელა დადგმები
თელავის თეატრი
ედუარდო დე ფილიპოს ,,მოჩვენებათა სასახლე”,
ასტრიდ ლინდგრენის ,,რასმუს, პონტუს და კომპანი”,
ლალი როსებას ,,სახლის ანგელოზები”,
ავქსენტი ცაგარელის და გიორგი ერისთავის ,,ივანიკას ოინები”,
სოხუმის თეატრი
ავქსენტი ცაგარელის "ჭკუისა მჭირს”
ახმეტელის თეატრი
რობერ ტომას "სასიკვდილო განაჩენი”
ერთი მსახიობის თეატრი
ნოდარ დუმბაძის "მონატრება”
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი
ეჟენ სკრიბის "ჭიქა წყალი”
"ჩუპრი-ჩუპარ, დარეჯან!” ილია ჭავჭავაძის მიხედვით
რუსთაველის თეატრი
ლალი კეკელიძის ,,ყველაფერი არაფერზე”
ლიტერატურული თეატრი
გიორგი ლეონიძის ,,სიყვარული არ კვდება!"
"აკაკი წერეთლის ლიტერატურული საღამო"
გიორგი ერისთავის ,,ძუნწი”
მოზარდ მაყურებელთა თეატრი
"სიცოცხლის ხე” ნოდარ დუმბაძის მიხედვით (ქართულ და რუსულ ენებზე).
1994 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.სხვადასხვა დროს წაკითხული აქვს დრამატურგიის საფუძვლების, კინოს ისტორიის, ტელე –რეჟისურის, სამსახიობო ოსტატობის, მეტყველების ოსტატობის და დრამის რეჟისურის სასწავლო კურსები საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.