სათაგური

სპექტაკლი “სათაგური” მოგვითხრობს ერთი ქართველი გლეხის სახლის სხვენზე მომხდარ ფანტასტიკურ ისტორიას, სათაგურში გამომწყვდეული თაგვის გადარჩენისათვის თავგანწირული მეგობრების შესახებ. წარმოდგენა ამოცანად ისახავს გაართოს და თაგვების მაგალითზე ასწავლოს ბავშვებს ის თუ, როგორ უნდა დაუდგნენ მხარში ერთმანეთს ადამიანები. ეს ამბავი საუკუნეზე მეტი ხნის წინ უამბო ბავშვებს დიდმა ქართველმა მწერალმა ვაჟა-ფშაველამ.