ირინეს ბედნიერება

სპექტაკლი “ირინეს ბედნიერება” დადგმულია ქართველი მწერლისა და დრამატურგის, ეროვნული ლიტერატურის კლასიკოსის, დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების დრამის მიხედვით. იგი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის - ირინეს სულიერი ტკივილების შესახებ. ღარიბული ოჯახიდან გამოსულ ირინეს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ათხოვებენ საკმაოდ შეძლებულ, წარმოსადეგ ახალგაზრდა აბესალოზე. ირინე თითქოს ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ ქმარს იგი არ უყვარს, პატივს არ სცემს, უსიცოცხლო ნივთივით ექცევა, უსაფუძვლოდ ეჭვიანობს, ამიტომაც ირინეს ბედნიერება მოჩვენებითია.