სპლიყვი FANT

  სპლიყვიFant (პრემიერა) ქართულ - გერმანული სპექტაკლი ბავშვებისათვის სამი წლიდან. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და ლაიფციგის საბავშვო თეატრის კოპროდუქცია ორი ოთახი, ორი ლოგინი, ორი ადამიანი რომელიც დასაძინებლად ემზადება... კბილების გამოხეხვა არ დაგვავიწყდეს, ბალიშები გავისწოროთ, საბნები გადავიფაროთ, შუქი ჩავაქროთ და ძილი ნებისა... მაგრამ, როცა არ გეძინება ფანტაზია იღვიძებს და სიბნელეში უცნაური თავგადასავლები იწყება, ჩვეულებრივი ნივთები ჯადოსნურ მოგზაურობას იწყებენ..... „სპლიყვიფანტი„ ქართული და გერმანული სიტყვის „სპილოს“ შერწყმას წარმოადგენს, რომელშიც გაერთიანებულია ქართული და გერმანული საბავშვო თეატრების ცოდნა და გამოცდილება. სპექტაკლში ქართველი და გერმანელი მსახიობები მონაწილეობენ : სოფო ახუაშვილი, ნორა-ლიი ზანვალდი, ბენიამენ ვინენი, გიორგი ჯიქურიძე) რეჟისორი იულე კრაჰტი, მხატვრები ნინო ჩიტაიშვილი და კარსტენ შმიდტი. სპექტაკლის პრემიერა თბილისში: 2018 წლის 19/ 20 დეკემბერი 15:00 საათზე სპექტაკლის პრემიერა ლაიფციგში:2019 წლის 13 აპრილს სპექტაკლი განხორციელდა გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო კოპროდუქციის ფონდის მხარდაჭერით