რწყილი და ჭიანჭველა - პრემიერა

  რწყილი და ჭიანჭველა - ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშია. ეს არაჩვეულებრივი ამბავი საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა და თითქმის ყველა ქართველმა იგი ზეპირად იცის.

  ამქვეყნად მეგობარი ყველას სჭირდება, ადამიანსაც, ცხოველს თუ ფრინველს და თვით პაწაწინა არსებებსაც კი. ზღაპარი მოგვითხრობს თუ როგორ წირავს მეგობრისთვის თავს ერთი პატარა რწყილი. წყალში ჩავარდნილი და დასახრჩობად განწირული ჭიანჭველის გადასარჩენად რწყილი რას აღარ შვრება, დახმარებისათვის ვის აღარ მიმართავს: ღორს, მუხის ხეს, ყვავს, კრუხს, ფეტვით სავსე ორმოს, თაგვს, კატას და ძროხას. ყველა მათგანი რწყილს დახმარების სანაცვლოდ რაღაცას სთხოვს. ძალაგამოცლილი ციცქნა არსება ფარ-ხმალს არ ყრის და საბოლოოდ მისი გარჯა უშედეგო არ გამოდგება - ერთგული მეგობარი ჭიანჭველას იხსნის, თანაც ზღაპრის სხვა პერსონაჟებისგან განსხვავებით, მისგან სანაცვლოდ არაფერს ითხოვს, რადგან ნამდვილი მეგობრობა შეუფასებელი განძია. მხოლოდ მას შეუძლია ნამდვილი მეგობრობა, ვისაც სუფთა და კეთილი გული აქვს.

  სპექტაკლი ამ შესანიშნავ ზღაპარს ქართული ფოლკლორული მუსიკის, სიმღერისა  და ცეკვებით გადმოგვცემს, რაც ბავშვებისა და ზრდასრულთათვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს.


  • რეჟისორი — დიმიტრი ხვთისიაშვილი, გია მარღანია
  • მხატვარი — ვახტანგ ქორიძე
  • რეჟისორის თანაშემწე — ხათუნა საძაგლიშვილი
  • მუსიკალური გაფორმება — ზურაბ გაგლოშვილი
  • ქორეოგრაფი — გია მარღანია
  • ინსცენირების ავტორი — დიმიტრი ხვთისიაშვილი
  • მონაწილეობენ: ნიკა ნანიტაშვილი, გია მარღანია, ნიკოლოზ ფაიქრიძე, მარიამ ხუხუნაიშვილი,