ფიფქია და შვიდი ჯუჯა

ძმეგი გრიმების ზღაპარი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, მოგვითხრობს ლამაზსა და კეთილ ფიფქიაზე, ბოროტსა და სასტიკ დედინაცვალზე, მხიარულსა და სასაცილო ჯუჯებზე, მამაც უფლისწულზე და ჯადოსნურ სარკეზე. სპექტაკლში ზღაპრის პერსონაჟები ბავშვებს სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის შესახებ მოუთხრობენ, სადაც როგორც ყოველთვის სიყვარული და სიკეთე იმარჯვებს.
ჩვენი თეატრი ბავშვებს ფერადი კოსტუმებითა და დეკორაციებით, ცეკვებითა და ჯადოსნური ილეთებით გაჯერებული ზღაპრული სანახაობით ელოდება.