ემილის თავგადასავალი

ჩვენი თეატრი მოუთხრობს მაყურებელს იმ პატარა ბიჭის შესახებ, რომლის თავგადასავალიც ცნობილია მთელი მსოფლიოს ბავშვებისათვის
ეს არის ლიონერბერგელი ემილი!!! 
ბიჭი – ხათაბალა!
ბიჭი – თავგადასავალი!
ბიჭი – სიცილ–ხარხარი!
ბიჭი – მოხერხება, გონიერება და სიკეთე!

ემილი სიკეთის,სამართლიანობისა და მეგობრობისათვის მზად არის იბრძოლოს მაშინაც კი, როდესაც უფროსებმა შეიძლება ვერ გაუგონ და დასაჯონ ...
ხშირად გაისმის მამამისის საშინელი ხმით ღრიალი – ემილ!
ცელქია ჩვენი ემილი, მაგრამ რა ქნას, ის ხომ პატარა ბიჭია და ზოგჯერ სიანცის ნაპერწკალი აუგიზგიზდება ხოლმე; და ნეტავ, რომელი ბიჭი გაზრდილა ცელქობის გარეშე. მთავარი კი ის არის, რომ ემილი არასოდეს ბოროტებას არ სჩადის – პირიქით, ებრძვის ბოროტ და ხარბ ადამიანს, რომელიც საწყალ მოხუცებს საახალწლო და საშობაო ძღვენს უმალავს. ემილი ის ბიჭია, რომელიც ზამთრის ქარბუქის მიუხედავად ექიმთან წაიყვანს მეგობარს.
აი, სწორედ ამიტომაცაა, რომ ემილისნაირი ბიჭები დიდობაში სოფლის გამგებლები ხდებიან.