გიორგი თავაძე

 

განათლება:

1993 – 1998 წწ.   შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. სარეჟისორო ფაკულტეტი (დრამის რეჟისურა; მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო).
1986-1990 წწ. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. სამსახიობო ფაკულტეტი (დრამისა და კინოს მსახიობი; გ. ჟორდანიას სახელოსნო).

           

სამუშაო გამოცდილება:

2016 - 2017 წწ. საზოგადოებრივი მაუწყებელი "გააგრძელე საქართველოს ისტორია". (დამდგმელი რეჟისორი).
2014 წ. კ.  მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო  თეატრი. (დამდგმელი რეჟისორი).
2013 წ.  ს. ახმეტელის სახელობის სახელმწიფო  თეატრი (დამდგმელი რეჟისორი) .
2012 წ. კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო  თეატრი (დამდგმელი რეჟისორი).
2006-2012 წწ. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი (დამდგმელი რეჟისორი)
2011 წ. ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის სახელმწიფო  თეატრი. (დამდგმელი რეჟისორი)
2006წ. ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (რეჟისორ თემურ ჩხეიძის ასისტენტი)
2003-2006 წწ. თემურ ჩხეიძის შემოქმედებითი სახელოსნო (სახელოსნოს ხელმძღვანელის თანაშემწე, დამდგმელი რეჟისორი).
2002-2004 წწ. ს. ზაქარიაძის სახელობის თეატრალური კოლეჯი (სამსახიობო ოსტატობისა და რეჟისურის პედაგოგი).
2001-2006 წწ. სკოლა-სტუდია “ბერიკები” (რეჟისორ-პედაგოგი).
1991-1993 წწ. ესთეტიური აღზრდის ცენტრთან არსებული თეატრალური სტუდია (რეჟისორ-პედაგოგი).

 

 

სპექტაკლები:

2017 წ. “მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები” - ნ. დუმბაძის მოთხრობების მიხედვით (ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი) - ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი.
2016 წ. ასტრიდ ლინდგრენი - "პეპი გრძელიწინდა" (დამდგმელი რეჟისორი)ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი.
2016 წ. ერიკ-ემანუელ შმიტი - "სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე" (დამდგმელი რეჟისორი) - რუსთაველის თეატრი.
2014  წ. ისააკ ბაშევის-ზინგერი „ტოიბელე და მისი დემონი“  - ამავე სახელწოდების (დამდგმელი რეჟისორი) - კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო  თეატრი.
2013 წ. ”კინკასის უცნაური გარდაცვალება” – ჟორჟი ამადუს მოთხრობის მიხედვით (ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი) – კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო  თეატრი.
2013 წ. ერიკ-ემანუილ შმიტი „სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე“   (დამდგმელი რეჟისორი) - სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო  თეატრი.
2012 წ.  ”მაგიის საოცრებანი” – რიუნოსკე აკუტაგავას ნოველების მიხედვით (ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი) – სანდრო ახმეტელის სახელობის  თეატრი.
2011 წ.  ”მაგიის საოცრებანი” – რიუნოსკე აკუტაგავას ნოველების მიხედვით (ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი) – ქ. ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრი.
2010 წ. “გიულიჰჰ. . .” – შიო არაგვისპირელის მოთხრობის მიხედვით (ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი) – კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. (განახლებული დადგმა).
2010 წ. “მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები” – ნ. დუმბაძის მოთხრობების მიხედვით (ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი) – კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო თეატრი.
2009 წ. “ეწერში მდგარი თხმელა” – კ. გამსახურდიას ნოველების მიხედვით (ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი) – კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო  თეატრი.
2007 წ.“ნიშნობა” – მ. მეტერლინკის ამავე სახელწოდების პიესის მოტივებზე (ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი) – ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი.
2005 წ.“გიულიჰჰ. . .” – შიო არაგვისპირელის მოთხრობის მიხედვით (ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი) – სამეფო უბნის თეატრი.
2004 წ.“აქ, ამ სავანეში” – თ. ჩხეიძის სახელოსნოს მიერ მომზადებული ოთხი, თითოაქტიანი პიესისგან შემდგარი სპექტაკლი (ერთ-ერთი პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი).

 

ფესტივალები და კონკურსები:

2013 წ. ყოველწლიური თეატრალური პრემია “დურუჯი”-ს მთავარ ნომინაციაზე წარდგენა სპექტაკლით “კინკასის უცნაური გარდაცვალება”.
2013 წ.  ქ. ედინბურგის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში  “Fringe”  მონაწილეობის მიღება სპექტაკლით „მაგიის საოცრებანი“.
2013 წ.  თეატრის მოღვაწეთა კავშირის ყოველწლიურ კონკურსში მონაწილეობა სპექტაკლით ”მაგიის საოცრებანი” – პრემია წლის საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის.
2006 წ. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში “საჩუქარი” მონაწილეობა სპექტაკლით “გიულიჰჰ...”
1997 წ.  კინოსტუდია “ადამ და ევა”-ს მიერ მოწყობილ კინოსცენარების კონკურსში მონაწილეობა სცენარით სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის “მაიმუნი” (საუკეთესო ათეული).
1990 წ. ქალაქ ბრატისლავაში გამართული სტუდენტური სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალში “Istropolitana Festival” მონაწილეობა სამსახიობო ჯგუფის საკურსო სპექტაკლით “მუსუსი”.