ლილი ბურბუთაშვილი

   1969 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის საახელობის თეატრალური ინსტიტუტი. მანამდე მუშაობდა მსახიობად ზუგდიდის თეატრში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1 წელი მსახიობად მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა ქართულ,
1970 წლიდან კი - რუსთაველის თეატრში.
 

     შესრულებული როლები:
ზებნიეტა (მოლიერის “სკაპენის ოინები“), ნეჩიტაილო (ნ.ხმელიკის “ჯართი’’) *მოზარდ მაყურებელთა თეატრი,
გულიკო (კიტა ბუაჩიძის“მკაცრი ქალიშვილები’’) - ზუგდიდის თეატრი, დამლაგებელი (ალექსანდრე ჩხაიძე“ხიდი“),
ფერმის გამგის ცოლი (პოლიკარპე კაკაბაძე “კოლმეურნის ქორწინება’’),
ქეთინო (ალექსანდრე ჩხაიძე “თავისუფალი თემა’’), სეფე ქალი (ევგენი შვარცის“დრაკონი“),
მოხუცი ქალი (ბერტოლდ ბრეხტი “სეჩუანელი კეთილი ადამიანი“),
გოგონა (ლეო ქიაჩელი “გვადი ბიგვა“), ძიძა, მათხოვარი, ცოლი (ბერტოლდ ბრეხტი “კავკასიური ცარცის წრე“)-რუსთაველის თეატრი.

 

    დადგმები:
აკაკი წერეთლის “სამგვარი სიყვარული
თამაზ ჭილაძის “ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“(რ.სტურუასთან ერთად) - რუსთაველის თეატრი
დავით ტურაშვილის “...და ერთ მშვენიერ დღეს’’ (ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი)
დავით ტურაშვილის “მონომანია“(რუსთაველის სარდაფი)
ოტია იოსელიანის “დედინაცვალი“
ოტია იოსელიანის და ლაშა თაბუკაშვილის “ცეცხლთან თამაში“
ბასა ჯანიკაშვილის “მშვიდობით, თემურ!“(თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრი)